
ახალი ამბები
ტელეკომპანია ”კავკასიის” მაუწყებლობა აღდგა
ტელეკომპანია ”კავკასია” 1 სექტემებერს საღამოს, დაახლოებით 22 საათზე ეთერიდან გაითიშა, მაშინ როცა არხზე ყოველდღიური გადაცემა ”სპექტრი” გადიოდა. თუმცა დღეს დილით მისი მაუწყებლობა აღდგა.
ტელეკომპანიის დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის განცხადებით, გათიშვის მიზეზად ანძაზე გადამცემის დაზიანება დაასახელეს.
”გვითხრეს გადამცემს ბოლი აუვიდა, არადა ეს ასე არ ხდება,” – განუცხადა Civil.Ge-ს 1 სექტემბერს ნინო ჯანგირაშვილმა, ”საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ ეს ასე არ არის”.