ახალი ამბები

ლავროვი ”სააკაშვილის რეჟიმისთვის” იარაღის მიწოდებაზე ემბარგოს ითხოვს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი გამოდის ინიციატივით დაწესდეს საქართველოსთვის იარაღის მიწოდებაზე ემბარგო სააკაშვილის მმართველობის პირობებში.

”დასაწყისისთვის სწორი იქნებოდა ამ რეჟიმისთვის იარაღის მიწოდებაზე ემბარგოს დაწესება, სანამ სხვა ხელისუფლება არ გადააქცევს საქართველოს ნორმალურ სახელმწიფოდ,”- იუწყება ”ინტერფაქსი” 1 სექტემბერს ლავროვის სიტყვებზე დაყრდნობით.

მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი გააგრძელებს ”სადამსჯელო ზომებს”, რათა ”ამ [სააკაშვილის] რეჟიმმა ვერასოდეს შეძლოს ბოროტების ჩადენა”.

ლავროვმა ასევე განაცხადა, რომ დასავლეთი ”ისტორიულ” შეცდომას დაუშვებს, თუ გააგრძელებს საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერას.

”ქართველი ხალხისა და მათი ეროვნული ინტერესების არჩევის ნაცვლად, აშშ-მ და მისმა მოკავშირეებმა არჩევანი სააკაშვილის რეჟიმზე გააკეთეს, ეს იქნება მართლაც ისტორიული შეცდომა,”- განაცხადა ლავროვმა.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button