ახალი ამბები

ტელეკომპანია ”იმედი” საინფორმაციო გამოშვებებს ორშაბათიდან განაახლებს

ტელეკომპანია ”იმედი” საინფორმაციო გამოშვებებს 1 სექტემბრიდან განაახლებს, იტყობინება თავად ტელეკომპანია სარეკლამო შეტყობინების მეშვეობით.

”იმედმა” მაუწყებლობა მაისში განაახლა, თუმცა საინფორმაციო პროგრამების გარეშე. კომპანია ეთერში მხოლოდ სერიალებს, ფილმებს და სხვა არაპოლიტიკურ გადაცემებს უშვებდა.

მედია-ჰოლდინგი ”იმედი”, რომელიც ტელევიზიას და რადიოს აერთიანებს, ამჟამად ჯოზეფ ქეის,  ბადრი პატარკაციშვილის ნათესავის მფლობელობაშია, რომელმაც აქციები საკამათო გარიგების შედეგად თებერვალში პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ მიიღო.

გაზეთი ”რეზონანსი” 30 აგვისტოს წერს, რომ ”იმედის” საინფორმაციო და პოლიტიკური პროგრამების ხელმძღვანელებად ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები დაინიშნენ. გაზეთი ასევე აცხადებს სარკაზმით, რომ შეიძლება ”იმედი” გადაიქცეს ”რუსთავი 3”-ად.  ტელეკომპანია ”რუსთავი 2” კერძო კომპანიაა, თუმცა ხელისუფლების მთავარ დასაყრდენ ტელევიაზიას წარმოადგენს.

მსგავსი/Related

Back to top button