
ახალი ამბები
თბილისი სანქციებზე აფრთხილებს ინვესტორებს თვითგამოცხადებულ რეგიონებში
პრეზიდენტმა სააკაშვილმა 29 აგვისტოს განაცხადა, რომ თბილისი კონსულტაციებს მართავს აშშ-სთან და ზოგიერთ ევროპულ სახელმწიფოსთან იმ კომპანიებისთვის სანქციების დაწესებაზე, რომლებიც განახორციელებენ ინვესტიციებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში.
”მე უკვე ვესაუბრე ამერიკელებს იმის თაობაზე, რომ შემოიღონ სანქციები. პირველ რიგში ჩვენ მივიღებთ კანონს, რომლითაც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უკანონო ფულის ჩადება, ქონების შეძენა საქართველოს კანონმდებლობით იქნება დასჯადი,”- განაცხადა სააკაშვილმა, ”ჩვენ გვაქვს კოორდინაცია იმაზე, რომ ამერიკის ხელისუფლება ზუსტად იგივე ზომებს მიიღებს ნებისმიერი კომპანიის მიმართ, რომელიც ამას გააკეთებს. ჩვენ ასეთი ნაბიჯების გადასადგმელად ველაპარაკებით ინდივიდუალურ ევროპულ ქვეყნებსაც”.