ახალი ამბები

საქართველო რუსეთთან სავიზო რეჟიმს ამკაცრებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ 8 სექტემბრიდან რუსეთის მოქალაქეები ვეღარ შეძლებენ საქართველოს ვიზის აღებას გამარტივებული წესით, ანუ ქვეყანაში შემოსვლისას.

”რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსასვლელი ვიზების გაცემა იწარმოებს მხოლოდ საზღვარგარეთ არსებულ  საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში. ამასთან რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისათვის საქართველოში შემოსასვლელი ვიზების გაცემა მოხდება მხოლოდ მოწვევის დედნის საფუძველზე იმ პირებზე, რომლებიც საქართველოში მოემგზავრებიან ოჯახის მონახულების, ჰუმანიტარული მიზნებისათვის, ასევე ოფიციალური (საქმიანი) ვიზიტით,” – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 29 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში.

Back to top button