ახალი ამბები

გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი სამხედრო ბაზებს გეგმავს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში

რუსეთი და თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთი მომავალ კვირას გააფორმებენ შეთანხმებას, რაც შესაძლებლობას მისცემს რუსეთს სამხედრო ბაზა გახსნას რეგიონში, განაცხადა დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარემ ტარზან კოკოითმა 29 აგვისტოს.

მისი თქმით, შეთანხმება, სავარაუდოდ, 2 სექტემბერს გაფრმდება, იუწყება ”ინტერფაქსი”.

სააგენტომ ასევე გაავრცელა ინკოგნიტო ”სამხედრო-დიპლომატიურ წყაროზე” დაყრდნობით ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთი სულ სამი ბაზის გახსნას გეგმავს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.

ამ ინფორმაციით, ბაზები განთავსდება გუდაუთაში და ოჩამჩირეში. საქართველო აცხადებს, რომ გუდაუთის სამხედრო ბაზა რეალურად არც არასდროს გაუქმებულა და რუსეთის სამხედროები განაგრძობდნენ ამ ბაზის ინფრასტრუქტურით სარგებლობას. რაც შეეხება ოჩამჩირეს, აქ პორტი ფუნქციონირებს.

რუსული სააგენტოები უცნობ წყაროზე დაყრდნობით ასევე აცხადებს, რომ ბაზის გახსნა იგეგმება ჯავაშიც. საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ რუსულმა მხარემ სამხედრო ინფრასტრუქტურის მშენებლობა ამ ტერიტორიაზე დაიწყო კონფლიქტის დაწყებამდე გაცილებით ადრე.

Back to top button