Placeholder canvas
ახალი ამბები

სახალხო დამცველი ”რუსთავი 2”-ს რუსებისადმი შუღლის გაღვივების ტირაჟირებაში ადანაშაულებს

სახალხო დამცველის აპარატი ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ს რუსების წინააღმდეგ ეროვნული შუღლის გაღვივების მცდელობაში ადანაშაულებს, მას შემდეგ რაც ტელეკომპანიამ გუშინ და დღეს ”კურიერის” შემდეგ გაუშვა ”რუსოფობიური” შინაარსის კლიპი.

რუსეთის აგრესიის შესახებ შექმნილი კლიპი, რომლის ავტორია თემურ რცხილაძე, ხოლო შემსრულებელი ზურაბ დოიჯაშვილი, სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, ”შუღლის ენის” შემცველია და რუსი ხალხის ”უკიდურესად შეურაცხმყოფელი” ფრაზებითაა გაჯერებული.

”კლიპი წარმოადგენს ეროვნული ნიშნით შუღლის, ქსენოფობიის, შეურაცხყოფის აღმაშფოშფოთებელ ნიმუშს, შესაბამისად ამგვარი მედია პროდუქციის ტირაჟირება შეიძლება ჩაითვალოს ეროვნული შუღლის გაღვივების დაუფარავ მცდელობად,”- აცხადებს სახალხო დამცველია აპარატი.

სოზარ სუბარის უწყება მოუწოდებს ”რუსთავი 2”-ს შეწყვიტოს აღნიშნული კლიპის გაშვება.

მსგავსი/Related

Back to top button