
ახალი ამბები
აშშ-ის სანაპირო დაცვის გემს ბათუმში ელოდებიან
ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული აშშ-ის სანაპირო დაცვის კატარღა, Dallas (WHEC 716) ბათუმში მომდევნო ერთი საათის განმავლობაში შევა, განაცხადა თბილისში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელმა ოთხშაბათს 10:20 სთ-ზე.
გუშინ, როგორც ოფიციალური პირები აცხადებენ, მიმდინარეობდა მოლაპარაკებები საქართველოს ხელისუფლებასა და აშშ-ის საზღვაო ძალების წარმომადგენლებს შორის, რათა გადაეწვიტათ კატარღა ბათუმში შევიდოდა, თუ ფოთში, სადაც ჯერ კიდევ არის განთავსებული რუსეთის ჯარების ბლოკსაგუშაგოები.