
ახალი ამბები
რუსეთი საქართველოს ხელახალი შეიარაღების წინააღმდეგ აფრთხილებს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საქართველოს ხელახლა შეიარაღება ახალ პრობლემებს გამოიწვევს.
”აშშ-ში და ზოგიერთი ევროპულ დედაქალაქში პირდებიან [მიხეილ] სააკაშვილს ნატოს მხრიდან დაცვას, მოუწოდებენ თბილისის რეჟიმის გადაიარაღებისკენ და უკვე იარაღის ახალი პარტიის მიწოდებასაც იწყებენ,”- ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების 26 აგვისტოს განცხადებაში.
”ეს პირდაპირი მიპატიჟებაა ახალი ავანტიურებისკენ,”- აცხადებს სამინისტრო.