ახალი ამბები

მილიბენდი: რუსეთის გადაწყვეტილება ”ვერ იმუშავებს”

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ მილიბენდმა, განაცხადა რომ რუსეთის გადაწყვეტილება აღიაროს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არის ”უსაფუძვლო და მიუღებელი.”

”მე მოლაპარაკებებს ვაწარმოებ საერთაშორისო პარტნიორებთან და ხვალ მივემგზავრები უკრაინაში, რათა ვუზრუნველყო რუსეთის მიერ საქართველოსადმი განხორციელებული აგრესიის წინააღმდეგ რაც შეიძლება ფართო კოალიცია,” – განაცხადა მილიბენდმა.

მისივე თქმით რუსეთის გადაწყვეტილება, რომელიც ”კიდევ უფრო ამძაფრებს ისედაც უკიდურესად დაძაბულ ვითარებას,” უბრალოდ ”ვერც კი იმუშავებს.”

”ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და დამოუკიდებლობას და ამას ვერ შეცვლის ვერანაირი დადგენილება მოსკოვიდან,” – დასძინა მან, ”რუსეთის ეს გადაწყვეტილება საერთოდ არ ითვალისწინებს იმ ასობით ათასი ქართველის აზრს, რომლებიც აიძულეს დაეტოვებინათ საკუთარი სახლები ამ ორ ტერიტორიაზე [აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი].”

მან ასევე მოუწოდა რუსეთს შეასრულოს ექვს-პუნქტიანი შეთანხმებით აღებული ვალდებულება და სრულიად გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან.

Back to top button