
ახალი ამბები
გორის რაიონის სოფლების მცხოვრებლებს სახლების დატოვებას აიძულებენ
გორის რაიონის სოფლებიდან ქართველი მოსახლეობის გამოყრა დაიწყო მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცნობის შესახებ ბრძანებულებას მოაწერა ხელი, იტყობინება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
”ოსი მოროდიორები და რუსი ჯარისკაცები იარაღის მუქარის ქვეშ აიძულებენ დატოვონ საკუთარი საცხოვრებელი სახლები”, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში, თუმცა მითითებული არ არის კონკრეტულად რომელ სოფლებზეა საუბარი.
ქართულმა ტელევიზიებმა აჩვენეს ინტერვიუები, სადაც მოსახლეობა, მათ შორის ის ნაწილიც, რომელიც ამ დღეებში დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში დევნილობის შემდეგ, აცხადებს, რომ ისინი იძულებულები გახდნენ ისევ დაეტოვებინათ გორის სოფლები.