ახალი ამბები

აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ეწვევა

აშშ-ს ვიცე პრეზიდენტი დიკ ჩეინი მომავალ კვირას საქართველოს ეწვევა, 2 სექტემბრიდან დაგეგმილი ტურნეს ფარგლებში, იტყობინება თეთრი სახლი.

დიკ ჩეინი შეხვედრას გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან.

ტურნეს ფარგლებში, რომელიც პრეზიდენტ ბუშის თხოვნით ეწყობა, აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი ასევე ეწვევა აზერბაიჯანს, უკრაინას და იტალიას.

Back to top button