
ახალი ამბები
დავითაშვილი ”ეროვნული თანხმობის მთავრობისკენ” მოუწოდებს
ხალხის პარტიის ლიდერმა კობა დავითაშვილმა მოუწოდა ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნისაკენ, რომელიც გააძლიერებს ეროვნულ კონსოლიდაციას მიმდინარე რუსული ოკუპაციის ფონზე.
”დღეს კონსოლიდირებული და ერთიანი უნდა იყოს მთელი საქართველო – ეს მხოლოდ განცხადება არ უნდა იყოს, არამედ უნდა იქცეს საქმედ. ჩემი აზრით, ამ მძიმე პერიოდში საქართველოს უნდა მართავდეს მთელი მოსახლეობის ნდობით აღჭურვილი ეროვნული თანხმობის მთავრობა, რომელშიც წარმოდგენილი იქნება ყველა ძირითადი პოლიტიკური ძალა და ამის თაობაზე კონსულტაციები დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს,”- განაცხადა დავითაშვილმა 25 აგვისტოს.
კობა დავითაშვილი ოპოზიციური კოალიციის წევრია, თუმცა მან ეს განცხადება საკუთარი პარტიის სახელით დამოუკიდებლად გააკეთა.