
ახალი ამბები
აშშ-ს დელეგაცია თბილისს სტუმრობს
ჯგუფი, რომელსაც რუბენ ჯეფრი, ეკონომიკურ, ენერგეტიკის და აგრარულ საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე ხელმძღვანელობს, 25-27 აგვისტოს თბილისს სტუმრობს იმ საჭიროებების შესაფასებლად, რომელიც შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ საქართველოს ეკონომიკური და სამშენებლო კუთხით გაუჩნდა.
დელეგაციაში შედიან აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ვაჭრობის დეპარტამენტის, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის, ვაჭრობისა და განვითარების სააგენტოს, აშშ-ს ხაზინის დეპარტამენტისა და სხვა უწყებების წარმომადგენლები, იტყობინება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი.