ახალი ამბები

საფრანგეთმა საქართველოზე ევროკავშირის სამიტი მოიწვია

საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ 1 სექტემბრისთვის ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების სამიტის მოწვევისკენ მოუწოდა, სადაც განხილული იქნება საქართველოს კრიზისი და რუსეთთან ურთიერთობები, იტყობინებიან ”როიტერი” და  AFP.

სარკოზიმ, რომელიც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანას წარმოადგენს, შუამავლის როლი იკისრა რუსეთსა და საქართველოს შორის ცეცხლის შეწყვეტის საქმეში.

 

 

Back to top button