ახალი ამბები

გორში აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ახალგაზრდა ქალი დაიღუპა გორის გარეუბანში მომხდარი აფეთქების შედეგად, რომელიც სავარაუდოდ, ნაღმის ამოქმედებამ გამოიწვია, იუწყებოდა 24 აგვისტოს ქართული მედია.

იმავე ადგილას ცოტა ხნის შემდეგ მომხდარი კიდევ ერთი აფეთქების შედეგად ერთი კაცი დაიჭრა.

იმავდროულად, გაეროს ლტოლვილთა კომისარიატმა (UNHCR) 24 აგვისტოს განაცხადა, რომ იძულებით გადაადგილებულ პირთა გორსა და მის შემოგარენში დაბრუნების პროცესი დაწყებულია. სააგენტომ მოუწოდა დევნილებს, რომ მხოლოდ იმ ტერიტორიებზე დაბრუნდნენ, რომელიც განაღმულია და ხელისუფლების მიერ უსაფრთხოდ მიიჩნევა.

UNHCR აცხადებს, რომ დევნილებმა ჯერ-ჯერობით თავი უნდა შეიკავონ დაბრუნებისაგან იმ სოფლებში, რომელიც ჯერ არ არის განაღმული.

ორგანიზაციამ ასევე განაცხადა, რომ მისმა თანამშრომლებმა შაბათ-კვირას მოინახულეს გორი და მისი შემოგარენი სიტუაციის შესაფასებლად – ”UNHCR შეესწრო განაღმვით სამუშაოებს და ქართული პოლიციის მიერ ქალაქზე ხელახლა კონტროლის დამყარების პროცესს”.

Back to top button