
პარლამენტის თავმჯდომარე აშშ-ში გაემგზავრა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, მისი მოადგილე მიხეილ მაჭავარიანი და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გია ბარამიძე აშშ-ში გაემგზავრნენ.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქართული დელეგაცია 24-28 აგვისტოს ქალაქ დენვერში დემოკრატიული პარტიის კონგრესში მიიღებს მონაწილეობას.
დაგეგმილია ასევე დავით ბაქრაძის შეხვედრა დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატთან ბარაკ ობამასთან.
აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში საუბარი შეეხება რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპაციის საკითხს, ამ დღეების განმავლობაში მიმდინარე მოვლენებს და რუსეთის რეგულარული არმიის მხრიდან განხორციელებულ აგრესიის ფაქტებს.
23 აგვისტოს აშშ-ში ასევე გაემგზავრნენ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე და ასევე რესპუბლიკური პარტიის ლიდერი დავით უსუფაშვილი.