
ახალი ამბები
პარლამენტმა საომარი მდგომარეობა გააგრძელა
საქართველოს პარლამენტმა ერთხმად დაუჭირა მხარი 9 აგვისტოს გამოცხადებული საომარი მდგომარეობის 8 სექტემბრამდე გაგრძელებას.
”ვიდრე დგეს ერთი რუსი ოკუპანტი მაინც დგას ჩვენ ტერიტორიაზე, საქართველო ისევ რჩება საომარ ვითარებაში,”- განუცხადა იუსტიციის მინისტრმა ნიკა გვარამიამ დეპუტატებს საგანგებო სხდომაზე.
მან ხაზი გაუსვა, რომ საომარი მდგომარეობის გაგრძელება არ ნიშნავს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ საფრანგეთის შუამავლობით რუსეთთან მიღწეული ექვსპუნქტიანი შეთანხმების დარღვევას.
”საომარი მდგომარეობის გაგრძელების პარალელურად ჩვენ ერთგულნი ვრჩებით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისა, განსხვავებით რუსეთის ფედერაციისაგან, რომელიც სისტემატიურად არღვევს ამ შეთანხმებას,”- აღნიშნა მან.