
ახალი ამბები
გორის სამხედრო ბაზაზე აფეთქება მოხდა
გორის სამხედრო ბაზაზე აფეთქება მოხდა მას შემდეგ, რაც რუსმა ჯარისკაცებმა დატოვეს ქალაქი.
ბაზა, რომელიც პერმანენტულად იძარცვებოდა, სავარაუდოდ, რუსმა სამხედროებმა გასვლის წინ დანაღმეს იქ დარჩენილი სამხედრო არსენალის განადგურების მიზნით. აფეთქების კადრები საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა აჩვენა.
რუსი სამხედროები ღიად აცხადებდნენ, რომ ისინი კონფლიქტის ზონის მიმდებარე ტერიტორიების დემილიტარიზაციას მიზანმიმართულად ახორციელებდნენ. მათ გაანადგურეს საქართველოს საზღვაო ძალების ქონება და გემები ფოთში, ასევე ააფეთქეს სენაკის სამხედრო ბაზა და ოსიაურის სამხედრო ნაწილი.