
საქართველოს 1-2 მლრდ დოლარის დახმარება სჭირდება – USAID
საქართველოს მთავრობას 1-2 მილიარდი აშშ დოლარის დახმარება სჭირდება რუსეთთან შეიარაღებილი კონფლქიტის შემდეგ ინფრასტრუქტურის აღდგენისა და განვითარებისთვის, განაცხადა USAID-ის ადმინისტრატორმა ჰენრიეტა ფორმა 22 აგვისტოს.
”საქართველომ საკმაოდ გრძელი სია წარმოადგინა იმისა, თუ რა სჭირდება – რა თქმა უნდა, ამაში შედის კომუნიკაციები,” – იტყობინება ”როიტერი” ჰენრიეტა ფორზე დაყრდნობით. მან ეს განცხადება ჟურნალისტებთან თვითმფრინავში გააკეთა საქართველოდან გამგზავრებისას.
”ეს ნამდვილად რეკონსტრუქციაა, ეს ინფრასტრუქტურისთვის კეთდება. ეს არ კეთდება საომარი მოქმედებებისთვის. ეს განვითარებისთვის კეთდება,” – განაცხადა მან.
მან ასევე განაცხადა, რომ საქართველო ასევე ითხოვს კონფლიქტის ზონიდან წამოსული დევნილების საცხოვრებლით უზრუნველყოფას.
”ბევრი რამაა გასაკეთებელი,” – განაცხადა ფორმა. ”თუმცა, ყველაფერი მხოლოდ შეერთებულმა შტატებმა არ უნდა გააკეთონ. ეს შეიძლება საერთაშორისო ორგანიზაციებმა აკეთონ, ასევე სხვა ორმხრივმა ორგანიზაციებმა”.