ახალი ამბები

რუსეთს 2 ათასზე მეტი სამშვიდობო ეყოლება აფხაზეთში

რუსეთს 2 412 ჯარისკაცი ეყოლება აფხაზეთში სამშვიდობო მისიის ფარგლებში, განაცხადა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის მოადგილემ ანატოლი ნოგოვიცინმა 22 აგვისტოს. ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტოები იტყობინებიან.

მისი თქმით, რუსული ძალების ზუსტი რაოდენობა სამხრეთ ოსეთში და მიმდებარე ტერიტორიებზე მოგვიანებით განისაზღვრება. 

იმავდროულად, მან განაცხადა, რომ აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში რუსი სამშვიდობოების პასუხისმგებლობის ზონა ფოთის მისადგომებიდან დაიწყება და კონკრეტულად გაივლის დასახლებულ პუნქტებზე: ნაბადა, ჭალადიდი, სენაკი, კვირა, ხუდონი, გუნაგუა, ჯიკმური, ოჩამჩირე, ანაკლია. 

ცეც­ხ­ლის შეწ­ყ­ვე­ტი­სა და ძალ­თა და­შო­რი­შო­რე­ბის შესა­ხებ 1994 წლის მოსკოვის შეთანხმების თანახმად, რუს სამშვიდობოებს უფლება აქვთ განთავსდნენ 12 კმ-იან უსაფრთხოების ზონაში – ადმინისტრაციული საზღვრიდან 6 კმ აფხაზეთის მხარეს და 6 კმ ქართულ მხარეს. ამ ზოლს გარს არტყავს შეზღუდული შეიარაღების ზონა, სადაც მოქცეული არ არის ქალაქი სენაკი.  შე­­­რა­ღე­ბის შეზ­ღუდ­ვის ზო­ნა­ში რუს სამშვიდობოებს, ხელშეკრულების თანახმად, მხარეებს შორის შეთანხმებული გადაადგილების უფლება აქვთ.

 

Back to top button