
ახალი ამბები
საქართველომ მესამე ოლიმპიური ოქრო მოიპოვა
რევაზ მინდორაშვილმა, დღეს პეკინის ოლიმპიადაზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, 84 კგ წონით კატეგორიაში მესამე ოლიმპიური ოქროს მედალი მოუტანა საქართველოს.
მან ფინალში ტაჯიკ იუსუპ აბდუსალამოვს სძლია, ხოლო მანამდე ნახევარფინალში რუსეთის სპორტსმენი გიორგი კეტოევი დაამარცხა.
დღესვე ასევე თავისუფალ ჭიდაობაში გიორგი გოგშელიძემ ბრინჯაოს მედალი აიღო.
13 აგვისტოს ქართველმა მოჭიდავეებმა მანუჩარ კვირკველიამ და ირაკლი ცირეკიძემ პირველი ოქროს მედლები მოიპოვეს პეკინის ოლიმპიადაზე.
საქართველოს ნაკრებს ამ დროისთვის სულ სამი ბრინჯაოს მედალი აქვს. ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ ნინო სალუქვაძე, პნევმატური პისტოლეტით სროლაში და ოთარ თუშიშვილი, თავისუფალი სტილით მოჭიდავე.