ახალი ამბები

ეუთოს თავმჯდომარე საქართველოს ეწვევა

ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდრე სტუბი 21 აგვისტოს თბილისში ჩამოვა.

ეუთომ მიიღო გადაწყვეტილება ”სამხრეთ ოსეთის მიმდებარე ტერიტორიებზე” დაუყონებლიც გამოაგზავნოს 20 დამკვირვებელი. მან ასევე გადაწყვიტა მომავალში დამკვირვებელთა რაოდენობა 100-მდე გაზარდოს, თუმცა ეს საკითხი ჯერ ეუთოში განხილვის საგანია.

სტუბი, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ბერნარდ კუშნერთან ერთად, თბილისსა და მოსკოვს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საკითხში შუამავლობდა.

 

Back to top button