
ახალი ამბები
რუსულმა ძალებმა ხელახლა გახსნეს ორი საგუშაგო გორში
20 აგვისტოს გვიან საღამოს რუსულმა ძალებმა ხელახლა გახსნეს გორში ის ორი საგუშაგო, რომლებიც ერთი დღით ადრე მოხსნეს, განაცხადა რადიო ”თავისუფლების” თბილისის ბიუროს ჟურნალისტმა ქალაქიდან დღეს დილით.
ერთი საგუშაგო გორის სამხრეთით, მდინარე მტკვარზე მდებარე ხიდზე გაიხსნა, ხოლო მეორე – ქალაქის დასავლეთით მდინარე ლიახვზე მდებარე ხიდზე.
ჟურნალისტის თქმით, ეს გორში რუსული შენაერთების როტაციას ჰგავს, რადგანაც ადგილზე ახალი მეთაურები და ჯარისკაცები გამოჩნდნენ. თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ მათი რაოდენობა გარკვეულწილად შემცირდა.