ახალი ამბები

ამერიკელი სენატორები საქართველოს სტუმრობენ

ამერიკელი სენატორები ჯო ლიბერმანი და ლინდსი გრემი 20 აგვისტოს თბილისში ჩამოვიდნენ, რათა ქვეყნის ხელმძღვანელობასთან გამართონ მოლაპარაკებები.

უპარტიო სენატორმა ჯო ლიბერმანმა, რომელიც რესპუბლიკელი პრეზიდენტობის კანდიდატის ჯონ მაკკეინის ახლო მეგობარია, განაცხადა: ”ეს არის ის მომენტი ისტორიაში, როდესაც მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიოს დემოკრატიულმა სახელმწიფოებმა სოლიდარობა გამოუცხადონ [საქართველოს]”.

ლინდსი გრემმა, რესპუბლიკელმა სენატორმა, განაცხადა: ”მე მიმაჩნია, რომ ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებში შედის შევაჩეროთ რუსეთი განაგრძოს აგრესიული ქმედებები საქართველოს წინააღმდეგ”.

ამ ვიზიტს წინ უძღოდა დემოკრატი სენატორის ჯო ბიდენის ვიზიტი 18 აგვისტოს. იგი სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეა.

”მე ვტოვებ ქვეყანას იმ აზრით, რომ რუსეთის შეჭრა საქართველოში შესაძლოა იყოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც ევროპაში კომუნიზმის დასრულების შემდეგ მოხდა,” – განაცხადა მან.

 

Back to top button