ახალი ამბები

აშშ-ს თქმით, თბილისს აფრთხილებდნენ თავიდან აეცილებინა კონფლიქტი რუსეთთან

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ მეთიუ ბრაიზამ განაცხადა, რომ ვაშინგტონი აფრთხილებდა საქართველოს თავიდან აეცილებინა რუსეთთან პირდაპირი შეიარაღებული კონფლიქტი.

”ჩვენი გზავნილი ჩვენი ქართველი კოლეგების მიმართ იყო თანმიმდევრული… ”ნებისმიერი ხერხით  აიცილეთ თავიდან პირდაპირი სამხედრო კონფრონტაცია რუსეთთან. თქვენ ვერ აჯობებთ. ეს უბრალოდ შეუძლებელია,” იტყობინება ”როიტერი” ბრაიზას სიტყვებზე დაყრდნობით. ”მას [რუსეთს] შეუძლია თვალის დახამხამებაში შემოიყვანოს ტანკები. და სასწაულებრივადაც რომ მიაღწიოთ წარმატებას ტანკების, სახმელეთო ძალების და ქვეითთა შენაერთების გაჩერებაში, რომლებიც ძალიან სწრაფად მოძრაობენ, საჰაერო ძალები მაინც მოგიღებენ ბოლოს. და სწორედ ასე მოხდა”.

 

Back to top button