ახალი ამბები

კონფლიქტის შედეგად 215 გარდაცვლილია – თარგამაძე

საქართველოში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან მოკლულთა საერთო რაოდენობამ 215 ადამიანი შეადგინა ქართულ მხარეს, განაცხადა 19 აგვისტოს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი თარგამაძემ.

მისი თქმით, აქედან 69 სამოქალაქო პირია.

მოკლულია 133 ჯარისკაცი, მათ შორის ოთხი რეზერვისტი; ასევე დაღუპულია შინაგან საქმეთა სამინისტროს 13 თანამშრომელი. 

10 გვამი ამოუცნობია.

70 ჯარისკაცი უგზოუკვლოდ არის დაკარგული, განაცხადა თარგამაძემ. თუმცა რუსული ოკუპაციის პირობებში ვერ დგინდება რამდენია მშვიდობიან მოსახლეობას შორის დაკარგული, დასძინა მან.

მისი თქმით, სულ 1 469 ადამიანი დაიჭრა და იქნა ჰოსპიტალიზებული, საიდანაც ამ დროისთვის მხოლოდ 446 რჩება საავადმყოფოებში. 

თარგამაძე კოორდინაციას უწევს დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების პარლამენტში ჩამოყალიბებულ კომისიას, სადაც სახელმწიფო უწყებებისა და საპატრიარქოს წარმომადგენლებიც შედიან. კომისიაში მოქმედი ცხელი ხაზის ნომრებია: 28–16–41; 28–16–58 და 28–13–76.  

Back to top button