
ახალი ამბები
ქართველებმა და რუსებმა სამხედრო ტყვეები გაცვალეს
საქართველომ და რუსეთმა 19 აგვისტოს სოფელ იგოეთში სამხედრო ტყვეები გაცვალეს.
მხარეები თავდაპირველად 18 აგვისტოს აპირებდნენ სამხედრო ტყვეების გაცვლას, თუმცა მოგვიანებით ერთმანეთი დაადანაშაულეს ამ მცდელობის უშედეგობაში.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 15 ქართველი და 5 რუსი სამხედრო ტყვე გაიცვალა.
”გაცვლა განხორციელდა პრინციპით ”ყველა ყველაზე,” – განუცხადა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ნანა ინწკირველმა Civil.Ge-ს 19 აგვისტოს.
გაცვლილთა შორის იყო ორი რუსი პილოტი. ერთი რუსი პილოტი დაიღუპა, ხოლო ორი – პოლკოვნიკი იგორ ზინოვი და მაიორი ვიაჩესლავ მალკოვი, რომელთაც კატაპულტირება მოახერხეს, დაიჭრნენ და ისინი ქართულმა მხარემ დაიჭირა. გაცვლამდე ორივე მათგანი თბილისის საავადმყოფოში გადიოდნენ მკურნალობას.