ახალი ამბები

რაისი: რუსეთი გასვლას აჭიანურებს

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა განაცხადა, რომ იგი ფიქრობს, რომ საფრანგეთი შეეცდება ახსნა-განმარტება მიიღოს რუსეთისგან, თუ რატომ არ შეასრულა ან არ შეუძლია შეასრულოს რუსეთის პრეზიდენტს თავისი სიტყვა, იტყობინება Associated Press.   

”რუსულ ძალებს დიდი დრო არ დასჭირდათ შემოსასვლელად [საქართველოში] და ნამდვილად არ უნდა დასჭირდეთ დიდი დრო გასასვლელად,” – განაცხადა მან.

რაისმა ეს განცხადება თვითმფრინავში გააკეთა. იგი 19 აგვისტოს ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალს დაესწრება  ბრიუსელში. შეხვედრის მთავარი თემა ქართულ-რუსული კონფლიქტი იქნება.

”ჩვენ არ უნდა დავუშვათ რუსეთის სტრატეგიული ამოცანების განხორციელება, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოს დემოკრატიის განადგურებას, რუსული სამხედრო შესაძლებლობების გამოყენებას საქართველოს ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად და ქართული სახელმწიფოს დასასუსტებლად,” – განაცხადა რაისმა, ”ჩვენ არ ვაპირებთ უფლება მივცეთ რუსეთს ახალი ხაზები გაავლოს იმ სახელმწიფოებთან, რომლებიც ჯერ არ არიან ინტეგრირებული ევრო-ატლანიკურ სტრუქტურებში”. 

Back to top button