ახალი ამბები

კოკოითმა შესაძლოა რუსეთს სამხედრო ბაზის განთავსების თხოვნით მიმართოს

თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ედუარდ კოკოითმა განაცხადა, რომ შესაძლოა მიმართოს რუსეთს თხოვნით მუდმივი სამხედრო ბაზა განათავსოს რეგიონის ტერიტორიაზე საქართველოსგან თავდასხმის პრევენციის მიზნით.

”ქართული მხარის უკანასკნელი განცხადებების გათვალისწინებით იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ოპერაცია ახლა იწყება და ასევე იმაზე, რომ რუსული ძალების გაყვანის შემდეგ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დაბრუნებული იქნებიან საქართველოს შემადგენლობაში, ჩვენ ვფიქრობთ რუსეთისთვის წინადადებით მიმართვის საკითხზე შექმნას სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე სამხედრო ბაზა მუდმივ საფუძველზე,”- განუცხადა 18 აგვისტოს კოკოითმა ”ინტერფაქსს”.

Back to top button