ახალი ამბები

თურქეთის პრეზიდენტი: საქართველოს კრიზისის შემდეგ აშშ-მ ძალაუფლება უნდა გადაანაწილოს

თურქეთის პრეზიდენტმა აბდულა გიულმა განაცხადა Guardian-თან ინტერვიუში, რომ კონფლიქტმა საქართველოში ცხადყო, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ვეღარ განსაზღვრავს გლობალურ პოლიტიკას და უნდა დაიწყოს ძალაუფლების განაწილება სხვა ქვეყნებთან.

”არა მგონია, რომ თქვენ შეგიძლიათ მთელი მსოფლიოს გაკონტროლება ერთი ცენტრიდან,”- განუცხადა მან Guardian-ს. ”არსებობენ დიდი ერები. არსებობენ უზარმაზარი ხალხები.  მსოფლიოს ზოგიერთ ნაწილში არნახული ეკონომიკური განვითარებაა. ამრიგად, რისი გაკეთებაც გვჭირდება არის ის, რომ ცალმხრივი ქმედებების ნაცვლად, ერთად უნდა ვიმოქმედოთ, ერთობლივი გადაწყვეტილებები მივიღოთ და გვქონდეს კონსულტაციები მსოფლიოსთან. უნდა შეიქმნას ახალი მსოფლიო წესრიგი, თუ შეიძლება ასე ითქვას”.   

 

Back to top button