ახალი ამბები

”ჩვენ საკმაოდ ძვირის გადახდა მოგვიწია,” – ბოკერია

რუსეთის რეალური სახე ყველა ნათლად დაინახა მსოფლიოში და ევროკავშირმა დაიწყო საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში სამშვიდობოების გაგზავნის საკითხის განხილვა საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიის შემდეგ, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგა ბოკერიამ.

”ტრაგიკულია, რომ საქართველოს ასეთი ფასის გადახდა მოუწია იმისათვის, რომ  ბევრი ევროპული ქვეყანა რუსის სამშვიდობოების ჩანაცვლებაზე დაეყოლიებინა. და სამწუხაროდ, ეს ძალიან ძვირად დაგვიჯდა,” განუცხადა ბოკერიამ ”რუსთავი 2”-ს 17 აგვისტოს.

მისი თქმით, გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადება, რომ გერმანია მზად არის სამშვიდობოები გამოაგზავნოს, ძალიან მნიშვნელოვანია და ამ საკითზე ევროპული სახელმწიფოების პოზიციის შეცვლაზე მიანიშნებს.

თბილისში პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას მერკელმა განაცხადა, რომ მართალია გერმანია მზად არის თავისი წვლილი შეიტანოს, ამ საკითხს კვლავ შემდგომი მოლაპარაკებები ესაჭიროება. 
 

მსგავსი/Related

Back to top button