ახალი ამბები

ფოთში კვლავ რუსი სამხედროების და ტექნიკის მობილიზაცია ხდება

საქართველოს სანაპირო დაცვის ჩაძირული კატარღა. ფოტო: ნესტან ცეცხლაძე/გაზეთი ბათუმელები.

ფოთში საქართველოს სანაპირო დაცვის ბაზაზე დღეს დილიდან კვლავ შევიდნენ რუსი სამხედროები.

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ცნობით, ამჟამად ბაზაზე იმყოფება რუსეთის რეგულარული არმიის  კუთვნილი 23 ერთეული “ურალის” ტიპის ავტომანქანა და 2 ჯავშანტრანსპორტიორი. სანაპირო დაცვის ბაზის სიახლოვეს დაეშვა ასევე რუსების კუთვნილი 2 სამხედრო ვერტმფრენი.

რუსი სამხედროები ბოლო დღეებში განმავლობაში ყოველდღე შედიან სანაპირო დაცვის ბაზაზე და ანადგურებენ აღჭურვილობას. მათ ჩაძირეს 4 კატარღა და მწყობრიდან გამოიყვანეს სარადარო დანადგარები.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button