We are on our way to becoming fully reader-funded. You can now SUBSCRIBE or DONATE to Civil.ge

ახალი ამბები

რუსული ძალები კვლავ გორში რჩებიან

რუსული ძალები, რომლებიც გორს აკონტროლებენ, უარს ამბობენ ქართული პოლიციის გორში შეშვებაზე.

რუსულ ჯავშანტექნიკას გორის შესასვლელი აქვს გადაკეტილი და ცენტრალულ მაგისტრალსაც აკონტროლებს.   

საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანმა ალექსანდრე ლომაიამ 15 აგვისტოს განუცხადა ჟურნალისტებს, რომ სიტუაცია იქ სტაბილურია. მისი თქმით, იგი გორში მოლაპარაკებებს აწარმოებს რუსეთის სარდლობასთან ქალაქის გადმობარების თაობაზე, თუმცა დეტალები უცნობი რჩება.

Back to top button