ახალი ამბები

ქართველ ჟურნალისტს პირდაპირ ეთერში ჩართვისას ესროლეს

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტს თამარ ურუშაძეს პირდაპირ ეთერში საუბრის დროს ესროლეს. მან მცირე, სიცოცხლისთვის არასახიფათო დაზიანება მიიღო.

იგი უკანასკნელი ცნობებს გადმოსცემდა გორის მისადგომებიდან, როცა სავარაუდოდ, ტყვიამ, როგორც თავად მოგვიანებით აღნიშნა ”გაკაწრა”. მას სასწრაფოდ ჩააცვეს ბრონირებული ჟილეტი, როცა ის კვლავ განაგრძობდა პირდაპირ ეთერში საუბარს.

ჟურნალისტმა თავად გამოთქვა ვარაუდი, რომ მას ალბათ სნაიპერმა ესროლა. 

დღეს გორის მისადგომებთან, სადაც კვლავ რუსული ძალები იდგნენ, კიდევ რამდენიმე ინციდენტს ჰქონდა ჟურნალისტების მიმართ ადგილი. კერძოდ, ”რუსთავი 2”-ის ჟურნალისტს შეიარაღებული ბოევიკი ცეცხლსასროლი იარაღით ემუქრებოდა მას შემდეგ, რაც კორესპონდენტი დაინტერესდა რა ტელეკამერა ეჭირა მას ხელში. ამ სიტუაციის ამსახველ კადრებში, რომელიც ”რუსთავი 2”-მა გაუშვა, სროლების ხმაც ისმოდა.  

 

მსგავსი/Related

Back to top button