ახალი ამბები

თურქეთის პრემიერ-მინისტრი მოსკოვიდან თბილისში ჩამოვიდა

თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოგანმა პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ”უნდა შენარჩუნდეს”.

თურქეთის პრემიერ-მინისტრი თბილისში რუსეთის პრეზიდენტთან დიმიტრი მედვედევთან და თავის რუს კოლეგასთან ვლადიმერ პუტინთან მოსკოვში გამართული შეხვედრის შემდეგ ჩამოვიდა.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველო თურქეთის მადლიერია დახმარებისთვის და ასევე განაცხადა, რომ თურქეთი დახმარებას აღმოუჩენს ქვეყანას გორის რეაბილიტაციაში.   
 

 

Back to top button