
ახალი ამბები
ილია მეორე რუსეთის პატრიარქს თხოვნით მიმართავს
საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ რუსეთის პატრიარქს ალექსი მეორეს ცხინვალის რეგიონში ჰუმანიტარული დერეფნის ორგანიზებაში დახმარების აღმოჩენა თხოვა.
”ჩვენ ვთხოვეთ, რომ მომეცეს მე საშუალება მანქანების შევიდეთ გორში და ნიქოზში და იქნებ მოვახერხოთ ის, რომ გაკეთდეს დერეფანი და იქიდან გამოვიყვანოთ დაჭრილი და გარდაცვლილი ჩვენი გმირები,”- განაცხადა პატრიარქმა საგანგებო ბრიფინგზე, ”იმედი მაქვს, რომ ყველაფერი ეს მშვიდობიანად შედგება”.
მან ასევე განაცხადა, რომ საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე შეშფოთების გამომხატავი მისი წერილი არ მიუღიათ რუსეთის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს.
პატრიარქმა დალოცა საქართველო და განაცხადა: ”არ გაგიტყდეთ გული, არ შეგეშინდეთ. ამაზე უფრო მძიმე დღეები უნახავს საქართველოს და საქართველო გამოსულა მშვიდობის გზაზე”.