ახალი ამბები

ხონის კოლონიიდან პატიმრები გაიქცნენ

150 პატიმარი გაიქცა 12 აგვისტოს ხონის N9 მკაცრი რეჟიმის დაწესებულებიდან, თუმცა მოგვიანებით 50-მდე პატიმრის დაკავება მოხერხდა, განაცხადა იუსტიციის მინისტრმა ნიკა გვარამიამ.

მისი ინფორმაციით, გაქცევისას ცეცხლის გახსნის შედეგად ერთი პატიმარი გარდაიცვალა და ოთხი დაიჭრა.

გვარამიას თქმით, პატიმრების მხრიდან ადგილი ჰქონდა ციხეში მასობრივი არეულობის ინსპირირებას მას შემდეგ, რაც ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო ციხის სპეციალური დანიშნულების რაზმების დიდი ნაწილი ”ფრონტის ხაზზე” იქნა გადაყვანილი.

”ხონის კოლონიაში ისარგებლეს ამ მდგომარეობით და მოხდა გარღვევა შემაკავებელი კომუნიკაციის,” – განაცხადა გვარამიამ.

Back to top button