ახალი ამბები

ქართული პოლიცია გორში ვერ შევიდა

ქართული პოლიცია გორში ვერ შევიდა, მიუხედავად რუსულ ძალებთან ადრე მიღწეული შეთანხმებისა, რომ 14 აგვისტოდან ისინი ქალაქში შევიდოდნენ.

ქართული პოლიციის მანქანები გორის მახლობლად დგანან, განაცხადა თვიმხილველმა და მიმდინარეობს მოლაპარაკებები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებსა და რუსეთის სამხედრო წარმომადგენლებს შორის. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია რაზე საუბრობენ.

რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ალექსანდრე ბორისოვმა 13 აგვისტოს ქართულ მხარესთან მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ ქართულ პოლიციას 14 აგვისტოს გორში შეუშვებდნენ.

 

Back to top button