ახალი ამბები

ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე კონფლიქტის ზონაში დამკვირვებელთა 100-ით გაზრდას ითხოვს

ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე სტუბმა განაცხადა, რომ ის დააყენებს საკითხს საქართველოში ეუთოს სამხედრო ოფიცრების 100-ით გაზრდის თაობაზე.    

”ძალიან შეშფოთებული ვარ იმ ინფორმაციის გამო, რომელიც ეხება მოქალაქეების და მათი ქონების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობას კონფლიქტის ზონაში და მის გარშემო,” – განაცხადა სტუბმა 13 აგვისტოს, ”გუშინ მიღწეული შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე უნდა შესრულდეს. ამ სიტუაციაში ეუთომ ყველაფერი უნდა გააკეთოს და განათავსოს დამატებითი 100 სამხედრო დამკვირვებელი რაც შეიძლება სწრაფად”.

”ვიმედოვნებ, რომ ყველა ზომა იქნება მიღებული, რათა მიღწეული იქნას მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოება, მიუხედავად მათი ეთნიკური წარმომავლობისა, და დაცული იქნას საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ვალდებულებები”.

ეუთოს მისიამ საქართველოში განაცხადა, რომ მას მიეცა შესაძლებლობა კონფლქიტის ზონაში შევიდეს.

ეუთოს მისიის ხელმძღვანელმა ტერი ჰაკალამ მოსთხოვა რუსეთის ფედერაციას რაც შეიძლება სწრაფად გაუკეთოს ორგანიზება ჰუმანიტარულ დერეფანს ცხინვალის რეგიონში.

Back to top button