ახალი ამბები

მერკელი საქართველოში ჩამოსვლა გეგმავს

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი მომავალ კვირას საქართველოში ვიზიტს გეგმავს, განაცხადა მისმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა ტომას სტეგმა 13 აგვისტოს. ზუსტი თარიღი ჯერ დადგენილი არ არის.

მერკელი პარასკევს სოჭში აპირებს გამგზავრებას, სადაც რუსეთის პრეზიდენტს დიმიტრი მედვედევს შეხვდება.

სტეგის განცხადებით, კანცლერმა დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მედვედევთან მისი შეხვედრის ძირითადი გზავნილი ის იქნება, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ან სუვერენიტეტის ეჭვქვეშ დაყენება დაუშვებელია, იტყობინება ”როიტერი”. 

Back to top button