
ახალი ამბები
სუბელიანი: 23 000 დევნილია რეგისტრირებული
სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონიდან და მისი მიმდებარე ტერიტორიიდან 23 000 იძულებით გადაადგილებული პირია რეგისტრირებული 13 აგვისტოს მდგომარეობით, განაცხადა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლმა, დეპუტატმა კობა სუბელიანმა.
ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ყოფილმა მინისტრმა კობა სუბელიანმა განაცხადა, რომ დევნილებმა საერთო ჯამში 210 ადგილი დაიკავეს ძირითადად თბილისში და მის მახლობლად.
დევნილთა უმეტესობა ამჟამად საჯარო სკოლებში და ბაღებშია განთავსებული.
”ამჟამად ღია ცის ქვეშ დარჩენილი დევნილები არ გვყავს,” – განაცხადა სუბელიანმა.