
ახალი ამბები
რუსეთის თქმით, გორის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიარაღება იქნა ამოღებული
რუსეთის განცხადებით, მან სამხედრო ტექნიკა და შეიარაღება ამოიღო გორში მდებარე იარაღის საწყობიდან.
”გორის მახლობლად დიდი სამხედრო საწყობი იქნა აღმოჩენილი, სადაც ქართული სამხედრო ტექნიკა ინახებოდა,” – განუცხადა რუსეთის სამშვიდობო ძალების წარმომადგენელმა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონიდან ”როიტერს” ტელეფონით.
”საწყობი დაუცველი იყო და სამხედრო ტექნიკა იქ საბრძოლველად იყო გამზადებული. კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაციის და მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, სამხედრო ტექნიკა და საბრძოლო მასალა ამოღებულ იქნა,” – დასძინა მან.