ახალი ამბები

საქართველომ ოლიმპიადაზე მეორე ოქროს მედალი მოიპოვა

ძიუდოისტმა ირაკლი ცირეკიძემ დღეს მეორე ოლიმპიური ოქრო მოუტანა პეკინში საქართველოს.

მან 90 კმ-მდე წონით კატეგორიაში ალჟირელი მოწინააღმდეგე დაამარცხა ფინალში, მანამდე კი ნახევარფინალიდან რუსი ივან პერშინი გამოთიშა ასპარეზობიდან. ირაკლი ცირეკიძეს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულიც აქვს.

პირველი ოლიმპიური მედალი კი დღეს, უფრო ადრე ქართულ ნაკრებს მანუჩარ კვირკველიამ ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მოუტანა.

 

Back to top button