ახალი ამბები

რაისი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ს მხარდაჭერას ადასტურებს

აშშ მიესალმება ევროკავშირის შუამავლობას თბილისსა და მოსკოვს შორის და ყველა მხარის მიერ ცეცხლის რეალურად შეწყვეტის საჭიროებაზე მიუთითებს, განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა.

”ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხარემ შეწყვიტოს ცეცხლი,”- განაცხადა მან, ”ქართველები დათანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტას. რუსებმა საჭიროა შეწყვიტონ სამხედრო მოქმედებები, როგორც მათ ცალსახად განაცხადეს, რომ ამას მოიმოქმედებდნენ, მაგრამ ეს სამხედრო ოპერაციები საჭიროა ნამდვილად შეჩერდეს, რადგან სიმშვიდე უნდა აღდგეს”.

ამის შემდეგ, განაცხადა რაისმა, დაიწყება საერთაშორისო მცდელობები, რათა დაეხმაროს ძალების კონფლიქტის ზონიდან გაყვანას. ” შემდეგ შესაძლოა განვიხილოთ საკითხი, თუ როგორ მოვაგვაროთ ხანგრძლივი გაყინული კონფლიქტები სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში,”-  აღნიშნა მან.

ეს განცხადება რაისმა პრეზიდენტ ბუშთან საქართველოს კრიზისზე კონსულტაციების და დიდი შვიდიანის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან სატელეფონო საუბრების შემდეგ გააკეთა.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა ”მკაფიოდ” დააფიქსირა, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ასევე ”დემოკრატიულად არჩეულ მთავრობას და მის ხალხს”.

მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ განიხილავს საქართველოსთვის მატერიალური დახმარების გაწევის საკითხს.

Back to top button