ახალი ამბები

ბალტიისპირეთის და პოლონეთის ლიდერებმა საქართველოს ძლიერი მხარდაჭერა აღუთქვეს

ბალტიისპირეთის ქვეყნების და პოლონეთის ლიდერებმა მოუწოდეს ევროკავშირს და აშშ-ს სწორი შეფასება მისცენ რუსეთის აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ.

ესტონეთის, ლიტვის, უკრაინის და პოლონეთის პრეზიდენტები, ასევე ლატვიის პრემიერ-მინისტრი თბილისში 12 აგვისტოს ჩამოვიდნენ, რათა საქართველოსთვის ძლიერი სოლიდარობის გამოხატვის მიზნით.

13 აგვისტოს ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას ლიტვის პრეზიდენტმა ვალდას ადამკუსმა გაიხსენა მეორე მსოფლიო ომის დროინდელი მოვლენები და ჰიტლერის მშვიდობის დამყარების პოლიტიკის გამანადგურებელი შედეგები. მისი თქმით, ყველას უნდა ახსოვდეს რა მოყვა მშვიდობის დამყარების ამგვარ პოლიტიკას.

პრეზიდენტმა ადამკუსმა იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, რომლებიც 13 აგვისტოს ბრიუსელში გამართავენ შეხვედრას, ”სწორ შეფასებას მისცემენ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიას”. მან ასევე დასძინა, რომ დასავლეთი არ დატოვებს საქართველოს მარტო.

პოლონეთის პრეზიდენტმა ლეხ კაჩინსკიმ განაცხადა იმავე პრესკონფერენციაზე, რომ საქართველო სწორედ ის ქვეყანაა, სადაც ”ჩვენმა უდიდესმა მოკავშირემ [ამერიკის შეერთებულმა შტატებმა] უნდა დაადასტუროს თავისი ძლიერი მხარდაჭერა”.

12 აგვისტოს გაკეთებულ განცხადებაში ესტონეთის პრეზიდენტმა თომას ჰენდრიკ ილვესმა გააფრთხილა, რომ ”რუსეთ-საქართველოს ომი უნდა გახდეს კრიტერიუმი  ევროკავშირისთვის მომავალში ევროპის უსაფრთხოების პოლიტიკის დასაგეგმად”.

”ევროპამ მისი უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის გადაფასება უნდა მოახდინოს და ახალ რეალობასთან შესაბამისობაში მოიყვანოს,” – განაცხადა მან.

ლატვიის პრემიერ-მინისტრმა ივარს გოდმანისმა განაცხადა, რომ არანაირი მოგვარება არ უნდა მოხდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე. 

 

Back to top button