
ახალი ამბები
გავრცელებული ინფორმაციით, რუსი სამხედროები სენაკის ბაზის შეიარაღებას ანადგურებენ
რუსული ძალები სენაკში შევიდნენ და ქართული სამხედრო ბაზა დაიკავეს, იტყობინება ქართული რადიო.
რადიოსადგურის კორესპონდენტმა ადგილიდან განაცხადა სატელეფონო საუბრისას, რომ მან დაინახა, თუ როგორ გამოდიოდნენ რუსული სამხედრო მანქანები ბაზიდან, რომელთაც სავარაუდოდ ბაზაზე დარჩენილი საბრძოლო მასალა გამოიტანეს.
მან ასევე განაცხადა, რომ გაიგო რამდენიმე აფეთქების ხმა, რაც იმის მანიშნებელია, რომ მათ საბრძოლო მასალა გაანადგურეს.
ამავდროულად, ზუგდიდში რუსმა სამხედრო მეთაურებმა ადგილობრივ ხელისუფლებას და პოლიციას იმ შეიარაღების დაბრუნება მოსთხოვეს, რომელიც 2008 წლის ივნისში საქართველოს უშიშროების ძალებმა რუს სამშვიდობოებს ჩამოართვეს.