ახალი ამბები

BP-მ ბაქო-სუფსის ნავთობსადენი უსაფრთხოების მიზნით გადაკეტა

BP-ს განცხადებით, მან 12 აგვისტოს სიფრთხილის მიზნით გადაკეტა ბაქო-სუფსის ნავთობსადენი, თუმცა აღნიშნა, რომ არ გააჩნია ინფორმაცია ნავთობსადენის რუსეთის მიერ დაბომბვის შესახებ.

BP-ს წარმომადგენელმა რობერტ ვაინმა განაცხადა, რომ ნავთობსადენი გადაიკეტა, რადგანაც ის საქართველოს ცენტრში გადის, სადაც კონფლიქტის უფრო დიდი რისკი არსებობს.

მან ასევე განაცხადა, რომ კომპანია მომდევნო დღეებში დააკვირდება ქვეყანაში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას და მიიღებს გადაწყვეტილებას ნავთობსადენის ამოქმედების თაობაზე.

Back to top button