ახალი ამბები

საქართველოს სუვერენიტეტი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას

საქართველოს სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას, განაცხადეს საფრანგეთის და რუსეთის პრეზიდენტებმა ნიკოლა სარკოზიმ და დიმიტრი მედვედევმა მოსკოვში ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას. 

თუმცა მედვედევმა განაცხადა, რომ ტერიტორიული მთლიანობის საკითხი არა არც რუსეთის ან სხვა რომელიმე სახელმწიფოს გადასაწყვეტი. ”ეს უნდა გადაწყვიტონ აფხაზებმა და ოსებმა ისტორიის გათვალისწინებით,”- განაცხადა მან.

”ტერიტორიული მთლიანობა რთული საკითხია,”- განაცხადა მედვედევმა და დაამატა, რომ ეს საკითხი უნდა დაარეგულიროს საერთაშორისო სამართალმა, რომელიც ასევე ითვალისწინებს ”ერთა თვითგამორკვევის პრინციპს”.

12 აგვისტოს საქართველოს შესახებ გაკეთებულ განცხადებაში აშშ-ს პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა განაცხადა: ”რუსეთმა პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და მის ტერიტორიულ მთლიანობას”.

Back to top button