We are on our way to becoming fully reader-funded. You can now SUBSCRIBE or DONATE to Civil.ge

ახალი ამბები

სააკაშვილის თქმით, რუსეთმა ნავთობსადენი დაბომბა

თბილისში 12 აგვისტოს უცხოელი ჟურნალისტებისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთმა საჰაერო დარტყმა განახორციელა ნავთობსადენზე, რომლის ოპერატორი კომპანია BP-ია.

დღეს დილით საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ რუსულმა სამხედრო თვითმფრინავებმა სამი ჭურვი ჩამოაგდეს იმ ტერიტორიაზე, სადაც ბაქო-სუფსის ნავთობსადენი გადის. ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ერთი ბომბი ნავთობსადენს მოხვდა, თუმცა არ აფეთქდა.
 
თუმცა, BP-აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ მას არ გააჩნია ინფორმაცია დაბომბვის თაობაზე.

”ჩვენი ყველა ობიექტი ხელშეუხებელია და ამგვარი ინფორმაცია არ გაგვაჩნია,” – იტყობინება ”როიტერი”  BP-ის წარმომადგენელზე დაყრდნობით.

 

Back to top button